kids.ge logo

სად?

ფავორიტებში დამატება
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მისაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
დემის ციურხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
უხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მისაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მშობლიურო ჩემო მიწავ!სამი დიდი ოკეანე გარე უვლის ნათელ მხარეს, მთვარიანი და მზიანი ზეცა აფრქვევს სიანკარეს. ორ ზღვას შუა ძველი...მწოლარეიყო ის მწუხარება - ბალახებში მწოლარე და ეფინა ალვათა ხეივანის სუმბული, მიდიოდა მდინარე, როგორც ლურჯი ოლარ...კავშირი გულთა შორისდიდო არმია! არის შენი მედგარი მხარი ჩვენი სამშობლო მხარის მარჯვე ხმალი და ფარი. მებრძოლმა ჩვენი ველის, ჩვ...მერიშენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო...ბრმა ცალი თვალითმან დაიბრმავა ეს თვალი განაგებ და ამნაირად გახდა ცბიერი, მეორე თვალში არის განგება: მეტი სიმკაცრე და სიძლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026