kids.ge logo

შენ ზღვის პირად

ფავორიტებში დამატება
შენ ზღვის პირად მიდიდი, მერი,
სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი
და გფარავდა მწვანე სუროსფერი
ცაცხვისა და ალვის ხევანი.
შენს ღიმილში მწუხარების ჩქერი
მოლოდნელ სიყვარულად ვცანი,
როგორც მთვარის შუქი ალმაცერი,
როგორც სიოს უცხო მიმოხვრანი.
ამ ღიმილში კარგი, მშვენირი
გამოკრთოდა სევდა-კაეშანი,
როგორც სხივზე ყვავილების მტვერი,
ცისკრის ნამით თრთოლვილ-განაბანი.
იმ ღიმილზე, იმ სევდაზე ვმღერი,
ბანს მაძლევენ ყვავილნი და მთანი.
მერი, ჩემო შორელო მერი,
შენსკენ მოჰქრის ბედის იალქანი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაისის ისრითამ ვარდობისთვის ვარდებით ვთვრები, კარგია თრობა. არ მებრალება მე ჩემი მტრები, და ვიცი მტრობა. მაისის ისრით...ეს მძინარე მთა და ველიმწუხარებავ, როგორც გველი, ხშირად გულში გამიარ, ეს მძინარე მთა და ველი იყოს მრავალჟამიერ! შენ, მეღვინე, ღვ...ვერხვებიყოველთვის, როცა დაბერავს ქარი და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად, ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უ...გზები გაუვალიგზები გაუვალი და გზები გავლილი - გულისტკივილით მაქვს ყველა შესწავლილი. ადის მწვერვალზე, თუ ჭაობში ეფლობა ...აკაკის ლანდიმდუმარე მხარეს შორი მთებისას დაჰხარის ღამე და ანდამატი. იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა, გამოჩნდა მაღალ პოეტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026