kids.ge logo

თოვლი

ფავორიტებში დამატება
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
დაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
ანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
ღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
ელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
მიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარებს ქარობადაეტყო კიდეც ქარებს ქარობა, როცა მტრობაა და ედგარობა, სანთელო, გარხევს ღამის ფიქრები, მაგრამ შენ მაინც ნუ...მარმარილოაჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება, და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, - ოჰ! რამდენია სიცო...რა სევდიან ნანას ამბობს ქარირა სევდიან ნანას ამბობს ქარი, ამეშალა ჩვეულ ფიაქრთა ჯარი. დაიძინეთ, სურვილებო - კმარა! კმარა ცრემლი, რაც ...შენ ზღვის პირადშენ ზღვის პირად მიდიოდი, მერი, სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი და გფარავდა მწვანე სუროსფერი ცაცხვისა და ალ...მაისის ისრითამ ვარდობისთვის ვარდებით ვთვრები, კარგია თრობა. არ მებრალება მე ჩემი მტრები, და ვიცი მტრობა. მაისის ისრით...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026