kids.ge logo

მგლოვიარე სერაფიმები

ფავორიტებში დამატება
მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა!
მე პოზიამ დავიწყების ცელს ამარიდა);
საკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა;
ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.

მე მოვდიდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით,
ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები
დასასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით
მე მომყვებოდნენ დასტიროდნენ სერაფიმები.

სე სტიროდნენ: “ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი!
ყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი,
დადაფნულ გზაზე მიდიდი, ვით კეისარი,
შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენასი.

ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის,
თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზები
შენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს,
და შენ,მწყურვალემ, გამოცალე ყველა თასები!

ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრესი შხამით;
ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე,
ყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით
და უაილდის ყვავილივით დაცი გზაზე.

ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით კენტავრები,
მათ სიბნელეში, ნისლინი და უეცარი,
გამოჩნდებიან პოზიის თანამგზავრები,
სდგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელანქოლიური მოსიმღერემშვენიერი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს, დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავს უნაზესი სი...ეს წინათ იყოეს წინათ იყო, მდინარეს თითქო ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი და კიდეებზე მდუმარედ იდგა შეუცნობელი შრიალი ჭად...ხვალემ იზრუნოს ხვალისახვალემ იზრუნოს ხვალისა, ხვალემ იზრუნოს ხვალისა! ღვინომ აიღოს ღვინისა, წყალმა წაიღოს წყალისა! არც ვწუხვარ,...მერიშენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო...რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებსრა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს, ვიცი: ახლოა ის, ვისაც ველი. მას სამოსელი ბრწყინვალების და გამა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026