kids.ge logo

მერის თვალებით

ფავორიტებში დამატება
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე,
დახურულია გული, როგორც საკანი რამე.
თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დადო ლუქი,
გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი.

გადაბურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი,
ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე.
ოჰ, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ სიკვდილი მინდა,
არც პოზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა.

ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე -
არე-მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი.
ჩამობუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა -
მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავიმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ... იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ. ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა ...თეთრი პელიკანიგადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს, გაანათებს რესტორანი ტივებიან ნაპირს. ასე მიდის ეს ზამთარი სიზმარ...შენ ზღვის პირადშენ ზღვის პირად მიდიოდი, მერი, სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი და გფარავდა მწვანე სუროსფერი ცაცხვისა და ალ...ჰე, მამულო!ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა მარადყველა ჩვენთაგანის ვალია. სანამ გმირმა შენთვის სული დალია, სთქვა: “ს...შენ გვიანდებიშენ გვიანდები, სხვა ხომალდები მოადგნენ ნაპირს,დაუშვეს აფრა და ჩაჰყურებენ მძინარე მაპირს კრეისერების მძიმე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026