kids.ge logo

იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს

ფავორიტებში დამატება
ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია.
მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია,
მატარებლის დამღალველი ხმარი,
რაღაც მღვრიე, რაღაც არ-აქაური.

მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გამარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
ყველაფერი სიზმარივით გათავდა,
რასაც გული სიყრმით დახატავდა.

მესმის რულში, ერთხელ გაიბზარა რა,
მატარებლის: რა-რა-რა-რა, რა-რა-რა.
რა - არას, მე მისმენდი მხოლოდ ჰო-ს,
მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,

იმ ატმებს გამარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
სარკმელიდან - მთების უბეში ნიავს
არვინ იტყვის: იყავ, ნუ გეშინია!
ყო ღამე, იყო უდაბნოთი,

დეს მშვიდი და უცნობი პოტი
თვითეულ ჩრდილს შევხაროდი, თითო რტოს,
და ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გამარჯოს იმ ატმის ყვავილებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეს წინათ იყოეს წინათ იყო, მდინარეს თითქო ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი და კიდეებზე მდუმარედ იდგა შეუცნობელი შრიალი ჭად...მგლოვიარე სერაფიმებიმარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა! მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა); საუკუნეთა სათვალავი მეკარგე...მე მოვალძვირფასო, ძვირფასო, ბედი ჰკლავს ჩემს სხეულს, თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები. ამირანს მიჯაჭვულს და მ...მე ვინც მიყვარდამე რომ მიყვარდა, ის არი, ოცნება გამიდიადა, იმისთა თვალთა ისარი გულზე მაჩნია ტყვიადა. საგულეს ის არ ჩადგებ...კაკლის ხე მთაწმინდაზეთითქო დაეშვა შავი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები. ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026