kids.ge logo

თეთრი პელიკანი

ფავორიტებში დამატება
გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
განათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირს.

სე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
სე რეკავს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.

რომ ისმოდეს საათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მითოვოს, მოთოვოს
კედლებს ფარშევანგები.

სული ტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,
დანებე ფიროსმანას
სევდინი ტვირთები,

რომ წავიდეს ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
რომ რეკავდეს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.

ოცნებაო, ჩემო ძველო,
ვარ ღამეთა მთეველი,
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დალეველი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოსვლას აპირებს წვიმამოსვლას აპირებს წვიმა, იგრძნო ღრუბლების გემმა, გააწკრიალა სიმმა შენი სახელი - ემა. გადატეხილი მეხით ლამის...მხარი მხარს, მხარი მხარს!მხარი მხარს, მხარი მხარს! კოლექტივო, მხარი მხარს! აბა, ჰე, აბა, ჰე, აბა, მივცეთ მხარი მხარს! წავიდეთ, მოვ...დგება თეთრი დღეებიდგება თეთრი დღეები, რიდეების სეზონი; გაჩნდნენ ორხიდეები ყოვლად უმიზეზონი. ლაჟვარდების კიდეო, დაბურულო ზმა...მიცვალებულის ხსოვნამგონია: ბინდი ვარსკვლავთაგან გემუდარება და შეშინება უმოწყალო სიმთვრალეს ბადებს. სახლის კარებთან უმოძრაოდ ...რა ცაა!შეხედე, რა ცაა! - ეს არის, რაცაა! შეხედე, ამ მხარეს! - ზღვით დილა გვახარებს! შეხედე, რა ზღვაა! ო, ეს ზღვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026