kids.ge logo

მეოცნებე აფრებით

ფავორიტებში დამატება
სად ოდესმე მეოცნებე აფრებით,
თასფერი იმედით და ზაფრებით,
გასფერის მიმოჰქროდა ხომალდი,
მეზღვარის სულთან გათანაბრებით.

როგორც ზვირთთა ქაფინი მოდება,
ფაგოტების მიტაცებდა გოდება,
მაცებდა უმძლავრესი მუსიკა,
თმას მიწეწდა ქარის გაბოროტება.

დატვირთული მრავალ უმინდობით,
კიდევ დიდხანს ვიქანავებ კიდობნით,
აღტაცებავ სიყმაწვილის დროსა,
სამუდამოდ, სამუდამოდ მშვიდობით!

ის ირღვევა, ის ოცნება ბერდება,
და ხომალდი ნაპრალებთან ჩერდება
სადანაც მარად ესმის მსოფლიოს
ზეცის ნგრევა, მიწის გადაფერდება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დგება შემოდგომაგუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის, მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს, კიდევ ედება გედები მწუხრის გედებს ცეცხლისკე...სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაშიდედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილა...ელვარე და ლომფერიელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი. მაგრამ თვალმა დათვალა მზე ბევრი და ცხრათვალა. ო, მზით გადანაცარო, ც...ჰე, მამულო!ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა მარადყველა ჩვენთაგანის ვალია. სანამ გმირმა შენთვის სული დალია, სთქვა: “ს...შავი ყორანიგზა გავიარე... მსურს მოვიხედო და დავინახო მთისა ქედები; შავი ყორანი გზაზე მომჩხავის: ”ნუ იხედები... ნუ იხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026