kids.ge logo

დღე გაფითრდა იაგუნდისა

ფავორიტებში დამატება

დღე გაფითრდა იგუნდის,
დგას ღრუბლების ჯგუფები.
რაგინდ დიდი გული გქონდეს,
მაინც დაღუპები.

საშინელი მოსკდა წვიმა,
როს მცხეთაში წავედი,
სად აზიდა ძველმა ქიმმა
მწირის ცა, ვარსკვლავები.

არ გადიღო წვიმამ გზამდე,
ტალახებს ვერ დავზელდი,
და თავიდან ფეხებამდე
მასხა, ძლიერ დავსველდი.

მე გავცივდი. ავადა ვარ,
ძლიერ, ძლიერ ავადა.
ის მწარე დღე, გსურს თუ არა,
მოვა თავისთავადა.

დღე გაფითრდა იგუნდის,
დგას ღრუბლების ჯგუფები.
რაგინდ დიდი გული გქონდეს,
მაინც დაღუპები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაღლილ წამწამთ ქვეშდაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს, რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში, შეუბოჭია მოძრაობა მ...უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო!უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო! შენ, როგორც კლდეებზე მერანი უბელო, მიგაფრენს მუსუკის მღელვარე ნაკადი,...თოვლიმე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა. მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე...ჩაკეტა კარიჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას, როცა გათავდა დიდი მიტინგი, ის დაუბრუნდა ვარდებს ...ხელებისაყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები, ბროლის თითები, მზისგან სავსე ღვინით, მე დამათრობენ: გევეგები, გავე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026