kids.ge logo

მხარი მხარს, მხარი მხარს!

ფავორიტებში დამატება
მხარი მხარს, მხარი მხარს!
კოლექტივო, მხარი მხარს!
ბა, ჰე, აბა, ჰე,
ბა, მივცეთ მხარი მხარს!

წავიდეთ, მოვედოთ
თავისუფალ მთა და ბარს.
მივიდეთ, მივუდგეთ
გაერთინებულ ჯარს.

რიქა, არიქა,
ჩავეჭიდოთ გუთნის ტარს.
რიქა, ბობოლა
ძველ ღობეებს უვლის გარს.

ბა, ჰე, ქალაქო,
ველით მანქანების ღვარს.
მხარი მხარს, მხარი მხარს,
კოლექტივო, მხარი მხარს!

წავიდეთ, მივხედოთ
ცეცხლმოდებულ მთა და ბარს! -
დროშებით მივუდგეთ
გაერთინებულ ღარს.

ვინ ნახავს რამე დარს,
ხალ საქართველოს დარს,
მეხი მეხს, ქარი ქარს!
ჩვენ კი მივცეთ მხარი მხარს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველას რაიმე აქვს სახსოვარიზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი, ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი, სურათი რამე კარგზე მგლოვარი, ყველას რაიმე ა...რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებსრა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს, ვიცი: ახლოა ის, ვისაც ველი. მას სამოსელი ბრწყინვალების და გამა...იქით ნუში, აქეთ ნუში…იქით ნუში, აქეთ ნუში, დახეთქილი ბროწეული, ისევ ალუჩების ბუში და ატმების ძოწეული. გადაუგდე ნიავს ყელი, სიო...მოდის ჭალების სული მცურავიშენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს, არ გახსენდება დიდი შარაგზა. შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს, აღარ გაუბამ მ...კახეთის მთვარეცა ვარსკვლავების ჭიქით გადაფარული არის, აი, ტყეების იქით მოჩანს ბუნაგი მთვარის. ჩვენ მივდიოდით მთაში, ვერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026