kids.ge logo

ძველი ქართული ანდაზა

ფავორიტებში დამატება
ძველი ქართული ანდაზა
ტყვის: სოფელი დიდია!
რამ გადიდა, ანდა სად?
სოფელს ბოქლომი ჰკიდია!

რაჭა-ლეჩხუმი მშობელი
გაცლილა, გათხელებულა,
ტყეს გადუვლია სოფელი,
სოფელი გატყევებულა.

ვზივარ ჭვარტლიან ბუხართან,
ცრის ნოემბერი მტირალა.
გამახსენდება წვიმაში
ბაბუჩემი ფირანა.

სიტყვა იცოდა ჯიბრით,
ტყოდა მხოლოდ მთავარზე:
ქიდანა და ჭიბრევს
თხა გევიდოდა ყავარზე!..

სარკმელში მთათა გრეხილი,
ყავარზე წვიმა არ ცხრება,
შებერებულა ხეხილი,
მოლურჯო პური არ ცხვება,

კახაბლებს აღარ ამყნობენ,
ღარ თესენ და არ ხნავენ,
ქორწილზე არას ამბობენ,
მარხვით
ჯერ კიდევ მარხავენ...

მე უნდა გავხდე გოროზი,
არ წავიქცე და არ წავხდე
ლებანიქედის ბოლოში
გიჟივით მარტო დავსახლდე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბოღჩებით და ყავარჯნებით...ბოღჩებით და ყავარჯნებით გრძელი სოფლის კართან ვდგავართ; მოკლე სოფელს არ დავრჩებით, ყველა გრძელ სოფელში წავ...შემოდგომის იდილიაშემოდგომის იდილია! სად ერწო და ღულელია, ყველაფერი ყვითელია, ყველაფერი კეთილი... მარტო ბრიყვი კუნელია, ეს ...ლეგენდად დარჩეს!გალაქტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად, ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა, და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ...უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიუფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშო...ვერაფერი გამიგია...ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება; ყველაფერი წამიგია - მეგობრები მაკლდება. ბრაუნინგით არ მომკვდარან, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026