kids.ge logo

ძველი ქართული ანდაზა

ფავორიტებში დამატება
ძველი ქართული ანდაზა
ტყვის: სოფელი დიდია!
რამ გადიდა, ანდა სად?
სოფელს ბოქლომი ჰკიდია!

რაჭა-ლეჩხუმი მშობელი
გაცლილა, გათხელებულა,
ტყეს გადუვლია სოფელი,
სოფელი გატყევებულა.

ვზივარ ჭვარტლიან ბუხართან,
ცრის ნოემბერი მტირალა.
გამახსენდება წვიმაში
ბაბუჩემი ფირანა.

სიტყვა იცოდა ჯიბრით,
ტყოდა მხოლოდ მთავარზე:
ქიდანა და ჭიბრევს
თხა გევიდოდა ყავარზე!..

სარკმელში მთათა გრეხილი,
ყავარზე წვიმა არ ცხრება,
შებერებულა ხეხილი,
მოლურჯო პური არ ცხვება,

კახაბლებს აღარ ამყნობენ,
ღარ თესენ და არ ხნავენ,
ქორწილზე არას ამბობენ,
მარხვით
ჯერ კიდევ მარხავენ...

მე უნდა გავხდე გოროზი,
არ წავიქცე და არ წავხდე
ლებანიქედის ბოლოში
გიჟივით მარტო დავსახლდე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გოგონა კითხულობდა...გოგონა კითხულობდა ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა... უფსკრულში დაეშვა მუქლურჯ...ფშაურიმთის ჩიტი მთას შააკვდაო, თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი... მთას ჰკითხეს: რა შაგაკლდაო? მთამ: დიდი არცარაფერი...შემოდგომის იდილიაშემოდგომის იდილია! სად ერწო და ღულელია, ყველაფერი ყვითელია, ყველაფერი კეთილი... მარტო ბრიყვი კუნელია, ეს ...ბოღჩებით და ყავარჯნებით...ბოღჩებით და ყავარჯნებით გრძელი სოფლის კართან ვდგავართ; მოკლე სოფელს არ დავრჩებით, ყველა გრძელ სოფელში წავ...შემოდგომა(შემოკლებით) უხარია შემოდგომა ყველას, დიდს თუ პატარას, იმიტომ, რომ კაკლებს ბერტყენ, ადუღებენ თათარას. იმი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026