kids.ge logo

კაცური კაცის ცხოვრება

ფავორიტებში დამატება
კაცური კაცის ცხოვრება,
გზა, წიგნი სისხლით ნაფერი,
ხელახლა აწონება,
ხელახლა სუყველაფერი!

მედროვის ყალბი დიდება,
მკვახედ და მკუხედ ნამღერი,
ხელახლა გაჩითება,
ხელახლა სუყველაფერი!

გაზაფხულს წყალი დიდდება
იქნება მწუთხე ნაპირი!
იქნება ჯვარცმა, კირთება
ხელახლა წაკითხება,
ხელახლა
სუყველაფერი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ (ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის): ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ...ფშაურიმთის ჩიტი მთას შააკვდაო, თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი... მთას ჰკითხეს: რა შაგაკლდაო? მთამ: დიდი არცარაფერი...სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიუფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშობ...ძველი ქართული ანდაზაძველი ქართული ანდაზა იტყვის: სოფელი დიდია! რამ გაადიდა, ანდა სად? სოფელს ბოქლომი ჰკიდია! რაჭა-ლეჩხუმი მშო...ოდესმე დიდი ყოფილა საქართველოჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი, ყოფილან ო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026