kids.ge logo

სარეველა

ფავორიტებში დამატება
ლეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს,
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს - კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას - ჯიშით, ჯურით
ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს
ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც
ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!

შენი სახელის
ხსენებაზე ყორანი ჩხავის,
რიყეში ვარ და
გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას…
შეხე, რაგვარად,
რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის
ცოდვაა სწორედ
სარეველა ყაყაჩოს ერქვას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფშაურიმთის ჩიტი მთას შააკვდაო, თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი... მთას ჰკითხეს: რა შაგაკლდაო? მთამ: დიდი არცარაფერი...ოდესმე დიდი ყოფილა საქართველოჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი, ყოფილან ო...წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსოწყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევი...ბოღჩებით და ყავარჯნებით...ბოღჩებით და ყავარჯნებით გრძელი სოფლის კართან ვდგავართ; მოკლე სოფელს არ დავრჩებით, ყველა გრძელ სოფელში წავ...ლეგენდად დარჩეს!გალაქტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად, ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა, და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026