kids.ge logo

თვალს მიხვევენ...

ფავორიტებში დამატება
თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ,
და მაგდებენ საკირეში!
ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა
მითვლიან მე ერთ კვირეში!

მამა-პაპის სწორ გზაზედა
სირულსაც კი მიშლიან,
მაგირად მათ მრუდ გზაზედ
ფიანდაზებს ფეხთ მიშლიან!

ვერ დავაგდებ ძველსა გზასა,
გინდა იყოს ეკლინი:
ვიცი, სხვებიც მომყვებიან
ჩემებრ შავბედ-ეტლიანი!

და თუ ვინმემ გადუხვი
და გადასდგა მრუდედ ფეხი,
გაუსკდეს მას დედამიწა
და დაცეს თავზედ მეხი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...სალამურიგამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით, დამუქრებული, მაღლა ზეცისკენ ის წასულ...თორნიკე ერისთავივინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვ...პატარა ბიჭი ვიყავიპატარა ბიჭი ვიყავი, პატარა ბიჭუკელაო; “დაურჩი დედას, კარგი ხარ!” შემომნატროდა ყველაო. პატარა გოგო მიყვარდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026