kids.ge logo

სანამ ვიყავ ახალგაზრდა

ფავორიტებში დამატება
სანამ ვიყავ ახალგაზრდა
და სიმით ძგერდა გული,
ვნატრობდი და არ მეღირსა
ბედუკუღმართს სიყვარული.

როს დავბერდი, დავუძლურდი,
სახე დაჭკნა, დამეღარა,
სიყვარული რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!

სიღარიბე კვალში მდევდა,
კარის-კარზედ დამატარა,
აწ სიმდიდრე რაღად მინდა,
გინდ იყოს და გინდა არა!

ვინც მინდოდა სამეგობროდ,
ყველამ გვერდი ამიარა,
დღეის იქით მეგობარი
გინდ მყავდეს და გინდა არა!

სამართლო დაცინებამ
ჩვენში ბევრჯერ გამამწარა.
ცხრა მთას იქით, რაღად მინდა,
გინდ მაქონ და გინდა არა!

ვისაც ვთხოვდი შემწებას,
ჩემთვის წყალიც არ დაღვარა,
რომ მოვკვდები, რაღად მინდა,
გინდ მიტირონ, გინდა არა!

სული კრული, გული წყლული,
სახე მჭკნარი, თმა ჭაღარა,
მისთანა სიცოცხლეც კი
გინდ იყოს და გინდა არა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...ღმერთო, წვიმა მოიყვანეღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდ...იმერული ნანინაგაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტ...პოეტიხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა. ნუ მკ...გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026