kids.ge logo

ღმერთო, წვიმა მოიყვანე

ფავორიტებში დამატება
ღმერთო, წვიმა მოიყვანე
წითელი და შხაპუნაო,
რომ გავიდეთ სამუშაოდ
და დავსძახოთ “ჰოპუნაო!”

რომ ქალებიც გვერდში გვედგენ
ნამგლითა და ცელითაო;
ჩვენგან მოჭრილ თავთავს ჰკრებდენ
მადლინის ხელითაო!

შვილებიც თავს დაჰხაროდენ
მობრუნებულს ალოსაო;
“ოროველას” დასძახოდენ
მამა-პაპურ კალოსაო!

ღმერთო, წვიმა მოიყვანე,
მიწის გამალბობელიო,
რომ გასწყვიტოს ჭია-ჭუა,
ქვეყნის დამამხობელიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...ვაჟა-ფშაველასენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ...გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...დედის სიმღერაცხრა თვეს მუცლით გატარებდი, “ვაით” გშობე, “უით” გზარდე, და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ უფრო დედას რომ უყვა...ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026