kids.ge logo

ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედ

ფავორიტებში დამატება
შენს წმინდა საფლავს,
გულის მოსაკლავს,
დავყურებ, გმირო, სულგანაბული;
შენგან ქებული,
დავიწყებული
დღეს მაგონდება ჩვენი წარსული!

თვალცრემლიანსა,
გულსევდიანსა
ნა მებმება, ვერრის ვარ მთქმელი,
და ან-კი რა ვსთქვა?
გულზედ მადევს ქვა
მეცა შენსავით, გულის დამწველი.

ეს არ-სანატრო,
კუღმართი დრო
სიცოცხლითვე გვკლავს, გვედება ბნელი,
არცა გვაქვს ძალი
და არც წამალი...
სად არის მხსნელი, რომ მოგვცეს ხელი?!

ტკბილო პოტო,
ნათლისა სვეტო!
შენ არ დაგწვია ჩვენსავით გული,
რომ ჩვენი ერი,
დღეს სხვის ფეხთ მტვერი,
შენ არ გინახავს ასე ჩაგრული!

თორემ სხვაგვარად
მწარედ და მარად
ეგ შენი გულიც იწყებდა ძგერას...
და შენც ჩვენსავით
სიტყვებით ავით
გესლით და ნაღვლით იწყებდი მღერას.

და მაშინ შენს გულს,
ჩვენთვის აღგზნებულს,
სხვა ფასს დასდებდა უმეტესობა,
და ის ისარი,
სასტიკად მწარი,
შენც მოგხვდებოდა, ჩვენ რომ გვესობა...

და მადლობა ღმერთს,
რომ გერგო შენ ერთს
სიცოცხლითავე საფასო სრული:
ძალი, დიდება,
პატივი, ქება
და ქართველთაგან მზა სიყვარული!..

მმღერალო ტკბილო,
მამულისშვილო,
მაღლებულო სულით ზეცამდე!
ყავ კურთხეულ,
არ-დავიწყებულ
ამიერიდან უკუნისამდე!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...ჩანგურიმე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს! ე...ახალი გზანუ იფიქრებ, დაგაყვედრო, შე მაცდურო ჩემო მუზა, იმისთვის, რომ შენის რჩევით ეკლიანი შემხვდა მე გზა! გმადლობ ...გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...სალამურიგამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით, დამუქრებული, მაღლა ზეცისკენ ის წასულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026