kids.ge logo

ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედ

ფავორიტებში დამატება
შენს წმინდა საფლავს,
გულის მოსაკლავს,
დავყურებ, გმირო, სულგანაბული;
შენგან ქებული,
დავიწყებული
დღეს მაგონდება ჩვენი წარსული!

თვალცრემლიანსა,
გულსევდიანსა
ნა მებმება, ვერრის ვარ მთქმელი,
და ან-კი რა ვსთქვა?
გულზედ მადევს ქვა
მეცა შენსავით, გულის დამწველი.

ეს არ-სანატრო,
კუღმართი დრო
სიცოცხლითვე გვკლავს, გვედება ბნელი,
არცა გვაქვს ძალი
და არც წამალი...
სად არის მხსნელი, რომ მოგვცეს ხელი?!

ტკბილო პოტო,
ნათლისა სვეტო!
შენ არ დაგწვია ჩვენსავით გული,
რომ ჩვენი ერი,
დღეს სხვის ფეხთ მტვერი,
შენ არ გინახავს ასე ჩაგრული!

თორემ სხვაგვარად
მწარედ და მარად
ეგ შენი გულიც იწყებდა ძგერას...
და შენც ჩვენსავით
სიტყვებით ავით
გესლით და ნაღვლით იწყებდი მღერას.

და მაშინ შენს გულს,
ჩვენთვის აღგზნებულს,
სხვა ფასს დასდებდა უმეტესობა,
და ის ისარი,
სასტიკად მწარი,
შენც მოგხვდებოდა, ჩვენ რომ გვესობა...

და მადლობა ღმერთს,
რომ გერგო შენ ერთს
სიცოცხლითავე საფასო სრული:
ძალი, დიდება,
პატივი, ქება
და ქართველთაგან მზა სიყვარული!..

მმღერალო ტკბილო,
მამულისშვილო,
მაღლებულო სულით ზეცამდე!
ყავ კურთხეულ,
არ-დავიწყებულ
ამიერიდან უკუნისამდე!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...მახეში გაბმული ჩიტიბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ! ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რ...ხალხურიმინდვრად ეგდო თეთრი ქვა, დავკარ ხელი, თან ამყვა... ქალო, შენი სიყვარული, სადაც წაველ, თან წამყვა. ქვა უბე...გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...ილიას მოკვლის გამოI ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026