kids.ge logo

გაზაფხულის მაყრები

ფავორიტებში დამატება
მიპარება ზამთარი,
ძალ-ღონე გამოლია,
და თვალს არიდებს გაზაფხულს!..
რა ცუდი მასპინძელია!

კარის-კაცები თან მიჰყავს:
ანთება, სურდო და ხველა:
“წინ წყალი, უკან მეწყერი!..
წყალმა წაღო სუყველა!”..

მის ნაცვლად ველით გაზაფხულს:
ჟუჟუნა, მშვენირია!..
მისი ტანისამოსი
ცხო და მრავალფერია!

წინ მოუძღვიან ჩიტები
მაყრულით სამურითა,
ბულბული ჩანგით დახვდება
და შაშვი სალამურითა.

მერცხალი მახარობელი
ჭიკჭიკით მონავარდე
და სუნნელების მფრქვეველად
მზად ზამბახ, ია, ვარდია.

ქვეყანა მაჯას გაიხსნის,
გული დაწყებს ძგერასა
და სადუმლო სიმებით
წყებს ბუნება ჟღერასა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაშლი და შაქარამაღლა ფოთლებში ელვარებს ვაშლი სისხლივით წითელი, მას აქეთ-იქით აქანებს სიო საამო და ნელი. დიდი ხანია შესცქ...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...განთიადიმთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა....ჩემი სიმღერატიალმა წუთისოფელმა ნაღველი დამალევია; არც მომკლა, არც დამარჩინა, არც სული დამალევია. გაჩენის დღესა ვიწყევ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026