kids.ge logo

დედის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ცხრა თვეს მუცლით გატარებდი,
“ვაით” გშობე, “უით” გზარდე,
და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ
უფრო დედას რომ უყვარდე?

ქალი მამას ქმარში გასცვლის,
ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;
მაგრამ დედას შვილის ტრფობა
სამარეში თან ჩაჰყვება!

ახლოს გული მისთვის უძგერს,
შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება:
ფიქრელად თავს შესწირავს, -
დედა თვის შვილს ენაცვლება!..

მაგრამ შვილი ხშირად დედას
გასცვლის ხოლმე საყვარელში!..
არ იცის, რომ მოტყუბულს
სხვისი სატრფო რჩება ხელში!..

მაგრამ ნება ბუნებისა
ეს არის და ასე იყოს:
დედამ უნდა შვილისათვის
თავის-თავი დავიწყოს!..

რა მოგშორდი, შვილო, შემდეგ
შავი ფიქრი გულს მიბურავს...
ვაჰ, თუ გშია! ან გწყურია!
ან გცივა და არა გხურავს!

გებ გდიხარ ბრძოლის ველზედ,
გულს გასვია მტრის ისარი
და, რომ წყლული შეგიხვიოს,
დედა-შენი არსად არი!..

ვაი, თუ შენს ლამაზს თვალებს
ყვავი ჰკორტნის და ყორანი,
და უნაგრით უპატრონოდ
დაგხვიხვინებს თავს მერანი!..

ვაჰ, თუ შენსა ხუჭუჭ თმასა
ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?
მაშინ დედა-შენიც ჩიტად
გადაიქცეს, შენსკენ ჰფრენდეს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიდღეს მერცხალი შემოფრინდა, - ჭიკჭიკითა გადმომძახა: “გაზაფხული! გაზაფხული!” გულს იმედი დამესახა...ხატის წინმიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, ...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...გულის პასუხიმე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით, ვით პოეზია, როგორც ღვთაება და შენს თვალებში მეხატებოდა სასუფეველი და უკვ...იმერული ნანინაგაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026