kids.ge logo

საზიარო ნაკვეთი

ფავორიტებში დამატება

ციყვი ციკო, თაგვი თენგო
და კურდღელი ამბაკო,
შეიკრიბნენ მუხის ძირას,
რომ მოლაპარაკონ.

საზიროდ შეძინეს
თურმე, მიწის ნაკვეთი,
მაგრამ ჯერ ვერ გადაწყვიტეს,
ერთად რა გაკეთონ.

ამბაკომ თქვა: - ყველაფერს სჯობს,
კომბოსტო რომ დავრგოთო.
მოსავალიც ბევრი იცის
და თან არის სარგოცო!

თენგო ამბობს: - ვის სჭირდება
ეგ კომბოსტოს თავები?
შენც ხომ იცი, მაგას არ ვჭამთ
ციყვები და თაგვები.

სჯობია, რომ მოვიყვანოთ
სიმინდი და ხორბალი.
კომბოსტოზე საჭირო და
სასარგებლო ხომ არის?

ციკოსაც აქვს თავის აზრი,
არც ერთს არ ეთანხმება:
- გვალვები რომ დაჭიროს,
ყველაფერი გახმება.

მერე რა ვქნათ, ზამთრისათვის
რაღა მოვიმარაგოთ?
თანაც, ყოველ გაზაფხულზე
ხელახლა რომ არ დავრგოთ,

ყოველ წელს რომ აღარ გვქონდეს
სათესი და სამკალი,
ჯობია, რომ მთელ ნაკვეთზე
გავაშენოთ კაკალი!

დავეს და იკამათეს,
საშველი კი არ ჩანდა.
მათ ლაპარაკს, თურმე, ხიდან
ყურს უგდებდა ყვანჩალა.

გადმოსძახა: - ვერ გავიგე,
საკამათო რა იყო?
ახლა ჩხუბობთ და მოსავალს
მერე როგორ გაიყოფთ?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა დახატა ბაქარმახატვას იწყებს ბაქარი, მოიმარჯვა ფანქარი. დახატა და წაშალა დაკლაკნილი გზა-შარა. მერე - დიდი სახლი და გზაც ...მელაკუდას სორომელაკუდა კლიენტს ეძებს - აბა, ვის გსურთ ბინაო? სორო, სამოთახიანი, უნდა გავაქირავო! სულ ახლახან გავაკეთე ქ...ფისო-დიასახლისიმზე როდესაც ამოვა, ფისო დადგამს სამოვარს. მერე ქადებს დააცხობს და მაგიდას გააწყობს. დაუძახებს კატუნებს, კ...ციკოს თოვლის პაპაახლა წლამდე ცოტა დარჩა, მოადგება აგერ, მთებს. მუხის ძირას ციყვი ციკო თოვლის პაპას აკეთებს. მოაგროვა სამი ...მგელიგალიაში უძლური ვარ, უძლური. დარდით გავხდი, არ გეგონოთ ტყუილი. მენატრება, უღრან ტყეში ძუნძული, ღამღამობით,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026