kids.ge logo

რა დახატა ბაქარმა

ფავორიტებში დამატება

ხატვას იწყებს ბაქარი,
მომარჯვა ფანქარი.
დახატა და წაშალა
დაკლაკნილი გზა-შარა.

მერე - დიდი სახლი და
გზაც დახატა ახლიდან.
გზასთან - ღობებია,
გზაზე მიდის ბებია.

სახლის გვერდით ბაღია,
იქვე - ჭაა თავღია.
ჭასთან სხედან ქათმები,
ბაღში მოჩანს ატმები.

ბაღთან ძროხა აბი
და ბავშვები დარბიან.
დააკვირდით, აქ არის
თვითონ ჩვენი ბაქარიც...

თურმე, იმას ხატავდა,
რაც გულში აქვს ნატვრადა.
სოფელი და ბები
როგორ მონატრებია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მგელიგალიაში უძლური ვარ, უძლური. დარდით გავხდი, არ გეგონოთ ტყუილი. მენატრება, უღრან ტყეში ძუნძული, ღამღამობით,...მზე, მთვარე და ღრუბელიმზემ გადასძახა მთვარესა: - ვანათებ არემარესა, შენ რის მაქნისი მყავხარო, მთელი დღე უქმად დგახარო! წარბი შე...ბაყაყურიგზის ნაპირას იხვებს ორმო ნაჟური წყლით აუვსიათ, იძახიან - აქეთ მოდით, საცურაო აუზია. რა სჯობია წყალში ცურვ...გაზაფხულიგაზაფხულის სუნთქვა ისმის, გაიღვიძეს ენძელებმა. დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ ზამთარს წასვლა ეძნელება. მზე იც...მათეს გოგრავერ უყურებთ მათესა? ბაღში გოგრა დათესა, განა დიდხანს უცადა - გაიზარდა უცბად და მთელი უბნის სამყოფი გამოის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026