kids.ge logo

რა დახატა ბაქარმა

ფავორიტებში დამატება

ხატვას იწყებს ბაქარი,
მომარჯვა ფანქარი.
დახატა და წაშალა
დაკლაკნილი გზა-შარა.

მერე - დიდი სახლი და
გზაც დახატა ახლიდან.
გზასთან - ღობებია,
გზაზე მიდის ბებია.

სახლის გვერდით ბაღია,
იქვე - ჭაა თავღია.
ჭასთან სხედან ქათმები,
ბაღში მოჩანს ატმები.

ბაღთან ძროხა აბი
და ბავშვები დარბიან.
დააკვირდით, აქ არის
თვითონ ჩვენი ბაქარიც...

თურმე, იმას ხატავდა,
რაც გულში აქვს ნატვრადა.
სოფელი და ბები
როგორ მონატრებია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლომიფაფარი ისევ ისე მამშვენებს, გემთან მრავალი მოდის მნახველი. მაგრამ რა მეთქმის - არ მაქვს სამეფო, მეფისა შე...მგელიგალიაში უძლური ვარ, უძლური. დარდით გავხდი, არ გეგონოთ ტყუილი. მენატრება, უღრან ტყეში ძუნძული, ღამღამობით,...მზე, მთვარე და ღრუბელიმზემ გადასძახა მთვარესა: - ვანათებ არემარესა, შენ რის მაქნისი მყავხარო, მთელი დღე უქმად დგახარო! წარბი შე...ვის რა აჩუქა თოვლის პაპამზეიმია უღრან ტყეში, ცეკვავენ და მღერიან - შეიკრიბნენ ცხოველები, თოვლის პაპას ელიან. ნაძვი მორთეს, ათასფერ...საახალწლო სიზმარიახალი წლის ღამეა და სასწაულს ველი, მალე დაჰკრავს თორმეტჯერ - მიდის წელი ძველი. ნაძვის ხესთან ვზივარ და არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026