kids.ge logo

ვაი დედასა!

ფავორიტებში დამატება
ტყეში გაისმა კიკინი,
შეიძრა მთები სურების,
კუჭგამომხმარმა ტურებმა
გამოფხიკეს ყურები.
სორობიდან გამოძვრნენ,
ბაგუნდათ გულები,
გაიხედ-გამოიხედეს,
დაზვერეს გზები ურები.
ცებ წაწყდნენ ბეკეკას,
დრო აღარ იყო ყურების,
თონეში ცეცხლი ჩაანთეს,
დაცხვეს დედას პურები,
მოპატიჟეს სტუმრები,
მოხადეს სავსე ჭურები.
ვაი დედასა! სად იყვნენ
ბროლიბი და მურები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კრუხიახლოს მისვლას არ დამაცლის, იკივლებს და იწივლებს, თითქოს რამეს ვუპირებდე თავყვითელა წიწილებს. ეს რა ავი კრ...ქურდის ქურდიხათუნამ გულის კანკალით ბებოს მოპარა კაკალი. და როცა კაკალს ჰპარავდა, როცა ხურავდა კარადას, ქილა გაუტყდა მ...გაუგებარი ლექსიეს ლექსი დედაზეცაა, ეს ლექსი მამაზეცაა, თუ მიწა დედამიწაა, მაშ ზეცა მამაზეცაა? აუ, რამდენი ცებია, ნეტავი ...გოჭებიდასდევს კუდში მურია ლანძღვითა და გინებით, მთელი ეზო დათხარეს პაწაწინა დინგებით. გუშინ დოქი გატეხეს, ჩაიპა...ფისოფისუნია, ფისო, არვინ გაჭმევს ტკბილსო, ცალი თვალი ნუშს მიგიგავს, ცალი - მწვანე ღილსო. დედა ამბობს: - წუწკი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026