kids.ge logo

მამუკა

ფავორიტებში დამატება
გადაიგრიხა მამუკამ
სიმინდის ფოჩის ულვაში,
თოფისწამალი ჩაყარა
თავის ხელთოფას ლულაში,
ჯოხის მერანზე გადაჯდა,
დასცხო ბუკი და ნაღარა,
ჩანი ცხენის არ იყოს,
ტყუპად ტლინკებიც აყარა.
თავზე დაესხა ბოჩოლას,
კუწა მკვახე კვახები.
- ბიჭო, მამუკა, დაწყნარდი,
ცოდე, გალახები!
არ დაშალა მამუკამ
ხმლისა და თოფის ტრილი,
ახლა მურიას მივარდა
ყიჟინითა და ღრილით.
მურამ უთმინა, უთმინა,
კუდიც კი გაქიცინა,
სულ მთლად რომ თავზე
დააჯდა,
ბოლოს მურამაც იწყინა,
შემოხია შარვალი,
მერე ისეთი იფრინა...
შარვალჩახდილი რომ ნახა,
დაწვა და ბევრი იცინა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაყაყისა და ქეთინოს გასაუბრებაგაბერილი და ამაყი წყალში ყიყინებს ბაყაყი. ქ ე თ ი ნ ო : ცურვა რომ იცი, ბაყაყო, ყვინთვა რომ იცი, ბაყაყო, ი...იავნანაბულბული ვარდის კოკორზე მღეროდა იავნანასო, კატამ თქვა: - მივეპარები და გადავსანსლავ ამასო. ამის გამგონე ბუ...ქურდის ქურდიხათუნამ გულის კანკალით ბებოს მოპარა კაკალი. და როცა კაკალს ჰპარავდა, როცა ხურავდა კარადას, ქილა გაუტყდა მ...ჩოჩორიბაბუაჩემს წიგნები დავუხიე ამ დილით, დამსაჯეს და მთელი დღე არ მაჭამეს სადილი. რომ ვიტირე, დედიკომ დამაწიწკ...იარა ყვავილს ვგავარ, თუ იცით? კარგად შემხედეთ, აბა... ცისფერი ქუდი მახურავს, მაცვია ლურჯი კაბა. ბაღში ვარ, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026