kids.ge logo

ქურდის ქურდი

ფავორიტებში დამატება
ხათუნამ გულის კანკალით
ბებოს მოპარა კაკალი.
და როცა კაკალს ჰპარავდა,
როცა ხურავდა კარადას,
ქილა გატყდა მურაბის,
და სწორედ ამ დროს ხათუნას
თავზე წაადგა ზურაბი.
ხათუნამ უთხრა: - ძამიკო,
მოდი, კაკალი გავიყოთ!
ზურიკომ უთხრა: - დაკო,
ეს რომ ბებიამ გაგოს,
ეს რომ დედიკომ გაგოს,
ეს რომ მამიკომ გაგოს?..
მიტომ მთელი კაკალი
მე უნდა მომცე, დაკო!
ხათუნამ ხელის კანკალით
სულ ჩაუთვალა კაკალი.
მერე არ იცით, რა იყო?
ბებიამ მაინც გაგო.
როცა ბებიამ გაგო,
მერე მამამაც გაგო,
მერე დედამაც გაგო.
ჭორმა ირა, ირა,
სოფელი შემოირა,
მაგრამ ხათუნა კი არა,
ქურდი კაკლის და მურაბის -
მაგრად მიტყეპეს ზურაბი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედიკოს ვფიცავარწერა-კითხვა ვისწავლე, აი, უკვე დიდი ვარ. არ წამიყვანთ სკოლაში? ბაღში აღარ მივდივარ!.. თვლა ხომ ვიცი ასამდ...დათუნიას მოსაწვევი ბარათისათაფლიას უსიერში ყველას, ყველას გელით, ხვალ ჯვარს იწერს ჩემი ბიჭი, საამაყო ბელი. ფიჭვნარში მაქვს გამართუ...სტუმარ-მასპინძელიაბა დელია-დელია, ყვავმა იშოვა ყველია, პატარა ლხინი მოაწყო, მოიპატიჟა მელია. მართალი არის, მელია ლოთი და ღ...მელა და ქათამიმელიამ უთხრა ქათამსო: - რომ შეაბერდი მამალსო, ამაღამ ჩემთან წამოდი, თვალ-მარგალიტით აგავსო. ქათამმა უთხრა...გაუგებარი ლექსიეს ლექსი დედაზეცაა, ეს ლექსი მამაზეცაა, თუ მიწა დედამიწაა, მაშ ზეცა მამაზეცაა? აუ, რამდენი ცებია, ნეტავი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026