kids.ge logo

სამი კნუტი

ფავორიტებში დამატება
სახლში სამი კნუტია:
ცეტა, ზანტა, ბუტია.

ცეტა დახტის
ალთა-ბალთას,
კან დასდევს
ბატს და ქათამს,
თვალებს ისე
ცეცებს,
ვერ გავიგეთ,
რას ეძებს...
ხან ტყეშია,
ხან - მინდორში,
ხან - ხეზე და
ხან სხვენზე.

ზანტა დარდიმანდია,
ბაფთინი ფრანტია,
რაფერზე არ ფიქრობს,
სულ დივანზე აგდია.
სე ნებივრობაში
თენებს და აღამებს.
სახლს რომ ცეცხლი გაუჩნდეს,
თვალს არ დახამხამებს.

ბუტია კი
ბუტუსურა,
დახეთ, სულმთლად
თავს გასულა!
შინარებს
გაბუტა
რაღაც მიზეზ-
მიზეზით,
შინ შემოსვლა
ღარ უნდა
და საწვიმარ მილზე
ზის...

„რას გვემდურის ნეტავ?!“ -
კითხვას ვერვინ ბედავს...
სახლში სამი კნუტია:
ცეტა, ზანტა, ბუტია.
ვაი, იმათ დედას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალი ქოლგამზე პირს იბანდა, მზია და გოგი გარეთ გავიდნენ ახალი ქოლგით. სადრბაზოსთან შეჩერდა მზია: -ქოლგის გახსნა რომ ...კურდღელიკურდღელი ვარ ყურცქვიტა, დავალ სკაპასკუპითა. მოვიპარავ სტაფილოს, შევჭამ კნატაკნუტითა. ცივ წყაროსთან მივირბ...ფეხსაცმელი- პირს შაშვივით რისთვის აღებ, ფეხსაცმელო, რა გჭირს? მითხარ, იქნებ კბილი გტკივა ყბას შეგიხვევ ნაჭრით. შიმშ...როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიასშესთხოვს წრიპა ჭიანჭველა ჭიანჭველაჭამიას: - მუხლმოყრილი გევედრები ჯერ ნუ შემჭამ, ძამიავ! სხვა დროს ალბათ ...ჩურჩხელა-როგორ ვჭამო ჩურჩხელა, მაგარია ქვასავით... -შენ მაგაზე ნუ ღელავ, მე შევჭამ და გასწავლი....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026