kids.ge logo

სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერა

ფავორიტებში დამატება
და, ადა,
გასცურე, ბადა,
გამოდი, კეფალო,
გამოდი, სტავრიდა!
და, ადა,
მოუსვი, ბადა,
დელფინი მოვარდა,
ნეტავი სადან?..
სტავრიდას გატანს,
კეფალსაც გატანს,
ბადეს და ბადას
გატანს ლაზისტანს.
ამ ბადეს დავტოვებთ,
ტალღებზე ეფინოს,
ღონდ შენ მოგვეშვი,
კეთილო დელფინო.
რა მოხდა ასეთი,
ეს ზღვა რომ გაცალე;
სულ შენი არ არის?
ცოტა ჩვენც გვაცალე!
დღეს არა გვცალია,
ხვალ გეთამაშებით,
დილიდან ვთევზაობთ
სარფელი ბავშვები.
დღეს თევზის ნასახიც
არ გაგვიყიდია,
გვაცალე, გავყიდით
სტავრიდას, მიდიას.
ტალღები მოდიან,
ტალღები მოდიან,
შენ სხვაგან ითევზე,
შავი ზღვა დიდია.
მობრუნდი, ბადა,
მზე ზღვაში ჩავიდა.
დელფინი წავიდა,
და, ადა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაჩვიგუბაზოულის ჭალაში ატყდა სტვენა და განგაში: წუხელ სიმონას წისქვილთან მაჩვი გაბმულა ხაფანგში, მა რა ეგონა, ...ერთმა პატარა ბეღურამერთმა პატარა ბეღურამ დალეწა რკინის გალია; ასი პეპელა შეჭამა, ორი ათასი კალია, ასი ათასი მუხლუხო, მერე მოს...შეჯიბრება საღორიის ტყეშიკვირკობ-მარიობის თვეში საღორიის უღრან ტყეში, ნადირთ შორის გაიმართა პირველობა ჭამა-სმაში. იმ შეჯიბრზე თავა...თოჯინამთელ დღეს ასე ატარებ უსაქმურად, ძილშია, გუშინ წიგნი მოგეცი, არც კი გადაგიშლია. დაემსგავსე დათუნას და არა ...დათუნიას მოსაწვევი ბარათისათაფლიას უსიერში ყველას, ყველას გელით, ხვალ ჯვარს იწერს ჩემი ბიჭი, საამაყო ბელი. ფიჭვნარში მაქვს გამართუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026