kids.ge logo

ანა-გოგოს წერილი

ფავორიტებში დამატება
საყვარელო თოვლის პაპა,
ჩემს ნატვრასაც გეტყვი, აბა.
სახალწლოდ მომიტანე
ფუშფუშებინი კაბა!

ზედ ეხატოს
მზე და მთვარე.
ვარსკვლავებიც
ჰქონდეს, ბარემ!

რომ ჩამოჰკრავს თორმეტჯერ,
სახალწლოდ სათი,
შენც მოქროლდი მარხილით!
არ ირო ტატით!

ვერცხლის ზანზალაკები
მალე მომიწკარუნე!
დაგახვედრებ გოზინაყს,
პირი ჩაიტკბარუნე.

გელოდები,
ცი, როგორ?
ბა, გკოცნი.
ანა-გოგო.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026