kids.ge logo

საქართველოს ღირსი

ფავორიტებში დამატება
დედოფალი შუშანიკ,
ჩუმი ლოცვა მისი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

დედის უბეკალთიდან
აფრენილი ნისლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

დავითი და ერეკლე
და დიდგორის ფიცი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

მეფეთ მეფე თამარი
და ზარები ცისკრის,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

კრწანისთან და შამქორთან
დანთხელი სისხლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

თას ერთი ტკივილი,
მოწოლილი დარდი
საკუთარი ხელებით
დაგებული ფანდი,

ვიდრე მკერდში გული
და ძარღვებში სისხლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სხვაგან არ მეძიოთმე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ, ვიქნები ლოცვად დავარდნილი, სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა და ცა მე...თუ ვინმე გიყვარსმზე, თითქოს მარტო შენთვის ანათებს და ნაკადულიც კისკისებს შენთვის, ღამეს ალუბლის ტოტზეც გაათევ, თუ ვინმე გ...ილაპარაკეთჩემზე ჰყვებიან ათას ამბავს, რამდენ არაკებს, მაცალეთ ცოტა, ჭორ-მართალში სული მოვითქვა, ილაპარაკეთ, ჩემო კა...საყვარელო მამულო!საყვარელო მამულო, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ; გულმა მხოლოდ შენი მზე, შენი მიწა იწამა. შენს გაზაფხულს ვუმღერი...ვის რა უყვარს- დათუნიას თაფლი მოსწონს და ტყე-ღრეში დანდალი. - ფისუნიას რაღა უყვარს? აბა მითხარ მართალი? - ჭყინტი ყველი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026