kids.ge logo

თერძი მელა

ფავორიტებში დამატება

თერძი ვარო, იკვეხნიდა
კუდფუმფულა მელია:
- საქმე თავზე საყრელი მაქვს,
ჯერ არ შემომლევია.

ჩემთან დადის ცხოველების
თითქმის ნახევარია,
ქურქით, თავს რომ იწონებენ,
ჩემი ნახელავია!

გვიან ღამით დავამთავრე
წუხელ ლომის შეკვეთა,
ის ფაფარი მე შევკერე,
ამ დილით რომ ეკეთა.

მე შევმოსე თბილი ქურქით
ზამთრისათვის დათვები,
სასკოლოდ მე შევუკერე
კენგურუებს ჩანთები.

რასაც მელა იკვეხნიდა,
კურდღლებს გაგონიათ,
ამ ცანცარებს გრძელი ყური
ტყულად არ ჰქონიათ.

გაიფიქრეს, ნუთუ თავად
ლომმა ანდო ფაფარი?
- ვთხოვოთ, კუდი შეგვიკეროს
თავის კუდის სადარი.

მეორე დღეს მელიასთან
რიგი დადგა კურდღლების,
ყველას სურდა დაგრძელება
პაწაწინა კუდების.

მელაკუდას უხარია,
ზომებს იღებს ხალისით,
კუდის კერვა რომ არ იცის,
თქვენ გგონიათ განიცდის?

ერთ კვირაში დაბარა
ყურპარტყუნა კურდღლები
და სულ ყველას გამობა
მოჯღანული კუდები.

- არც ისეთი ურიგოა! -
ჩურჩულებენ ჩუმ-ჩუმად.
- არც ისეთი გრძელი არის!
- არც ისეთი ფუმფულა!

მელაკუდა ანუგეშებს:
- ჩემი საქმის მე ვიცი,
კუდები გაქვთ სანაქებო,
ყურთა შესაფერისი!

ციყვებმა რომ ეს გაგეს,
უჰ, იმდენი იცინეს:
-კუდი აბა რა კუდია,
თუ ვერ გაქიცინე?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როდის მოვა თოვლის პაპამაშინ, როცა დეკემბერი წავა, გზას დაუთმობს იანვარს და თოვას, პატარებო, ახალი წლის ღამეს, თოვლის პაპა საჩუქ...ოქროსფერი ხარიხებიცეცხლს გაუდის ტკაცანი, ათუხთუხდა თათარა, ნიგვზის გრძელი მძივები სულ ოქროსფრად დაფარა. ხარიხაზე გავკიდეთ, ...რატომ ტირის თუთიყუში- რატომ ტირის თუთიყუში? - კატამ ჩაჰკრა თათი ყურში! - დაუშავა რამე, ნეტავ? - ტლიკინებო დღე და ღამე... - ამ...ტურა სანიგაიცანით ტურა სანი, ბიზნესი აქვს კრუასანის. არ სცილდება თავის საცხობს, ხან ცომს ზელს და ხანაც აცხობს. იფ,...რა ქნას ყვავმა- აგვიკელი ჩხავილით, ყურთასმენა წაიღე, საამაყოდ რომ არ გაქვს საქმე, ვეღარ გაიგე? - მე ის ყვავი არა ვარ, ჩ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026