kids.ge logo

ხე დარგე

ფავორიტებში დამატება

თბილისელი ხარ, შენს თბილისს
მზის სხივად გადაქარგე,-
ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა, ხე დარგე!
ხე დარგე, როცა მოწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
ლელოს გატან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზოოპარკიარ შორდება არწივს სევდა, დათვი ტყის დარდს გულში იხვევს, ენატრებათ მაჩვებს მზე და ესიზმრებათ მთები ჯიხვებს...საახალწლორაც ძველია, ძველია, ძველია და მიდის. დღეს ახალი წელია, ზეიმია დიდი. დაფიფქული წარბებით, დათრთვილული ქუდით...ვინც ამ გოგოს გააცინებსშტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინც მისწვდება მისია, ვინც ამ გოგოს გააცინებს, გოგოს გული მისია... ეს ცხოვრება ასე...იძინებენ გვირილებიძილი ნების! ძილი ნების! ძილი გულის საყვარელს! - იძინებენ გვირილები, ეძინებათ პატარებს. ცა ვარსკვლავებს აც...ანა-ბანა, ანა-ბანაანა-ბანა, ანა-ბანა, სიხარულმა ამიტანა, - ჩემი ქვეყნის სიყვარულმა სადღა აღარ წამიყვანა. მთაში ჩანჩქერები ვ...
„ჟირაფი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მორის ფოცხიშვილის ლექსი „ხე დარგე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026