kids.ge logo

ხე დარგე

ფავორიტებში დამატება

თბილისელი ხარ, შენს თბილისს
მზის სხივად გადაქარგე,-
ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა, ხე დარგე!
ხე დარგე, როცა მოწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
ლელოს გატან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის ბაბუაგადმოლახა ზღვები და გადმოლახა მთები - მოდის თოვლის ბაბუა დათოვლილი მხრებით, დათოვლილი წარბებით, დათოვლილი...მრავალ-მრავალ ახალ წელსნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება, ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს, საქართველოს სადიდებლად მრავალ, მრავალ ახალ წელს! ჩემი...იძინებენ გვირილებიძილი ნების! ძილი ნების! ძილი გულის საყვარელს! - იძინებენ გვირილები, ეძინებათ პატარებს. ცა ვარსკვლავებს აც...ქვაზე ამოკითხულივაი შენ, წუთისოფელო, დაგცადე ათასფერადა, შორით დაგიდექ, შორიდან არა, არ ღირდი ცქერადა, ახლოს მოველ და დამ...საახალწლორაც ძველია, ძველია, ძველია და მიდის. დღეს ახალი წელია, ზეიმია დიდი. დაფიფქული წარბებით, დათრთვილული ქუდით...
„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მორის ფოცხიშვილის ლექსი „ხე დარგე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026