kids.ge logo

დედის თვე

ფავორიტებში დამატება

მარტი კაბას იკერავსო,
ბებომ გუშინ მასწავლა,
ცისარტყელა შვიდფერაა,
მზე კი თურმე - ცხრათვალა.

მარტს დედის თვეს ეძახიან,
ით მოსართავს,
ენძელებს და ყოჩივარდებს
გაზაფხულად მონათლავს.

ფერად ფანქრებს მოვიმარჯვებ,
მეც დავხატავ გაზაფხულს,
ჩემს დედიკოს მივულოცავ
თას, ათას სიხარულს.

მარტის თვე ხომ დედასია,
მე ვაჩუქებ დანარჩენს,
სხივი ფერებს ჩამომაწვდის
ნახატისთვის ასარჩევს.

სიყვარულით ვაფერადებ,
ცისარტყელას, შვიდფერას,
როცა დედა ჩემთან არის
მაშინ მინდა სიმღერაც...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი ქალაქიისეთი ლამაზი ქალაქია, ცვარიც კი ვარსკვლავად ბრწყინდება. სავსეა ღიმილით, სიყვარულით, სიმღერაც არავის სწყინ...დათას ნაძვის ხედათა მთელ დღეს ნაძვის ხის მორთვითაა გართული, ხან ფიფქებით ხალისობს, ხან ფერადი ნათურით. ეხმარება დედიკოს ...ნია და ზამთარიდღეს დედოფალი იქნება, ხვალ ალბათ - მასწავლებელი. მსახიობია ნიაკო, ხანდახან კიდევ - მოდელი. ლექსებიც ძლიერ...პეპლებიჩემს თოჯინას კაბა შეუკერა დედამ, ნახეთ, ამ კაბაზე ხომ პეპლები სხედან? გადავწყვიტე ჩუმად ყველა დამეჭირა, ა...რეზის საახალწლო ლექსირეზიმ მორთულ ნაძვის ხეზე ნათურები აანთო, მერე ბებოს საახალწლო სურვილებიც გაანდო: „თოვლის პაპა ახალ წელს ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026