kids.ge logo

პატარა ნიკოლოზის ნატვრა

ფავორიტებში დამატება
მტრის დაბომბილ ჩემს ქსუისში
თურმე ვაზი გადახმა!
ნეტავ ჩემი საქართველო
ერთინი მანახვა!..

მტრის გადამწვარ ჩემს ნიქოზში
თურმე კერა გაცივდა!
ჩემს მზიან საქართველოში
სისხლის წვიმით გაწვიმდა.

მტრის წართმეულ ჩემს სოხუმში
სხვა ნებივრობს მზის სხივით!
დატრიალდა ჩემს მამულზე
დღეს ბორბალი წისქვილის.

მტრის დაცხრილულ გორის ციხეს
სიკეთედ სდის მირონი,
თავს გვახსენებს წინაპართა
„საქმენი საგმირონი“.

მტრის დაჩეხილ საქართველოს
სევ ეწვის ჭრილობა,
მისთვის თავის განწირვა
ახლა დიდი გმირობა!

მტრის წართმეულ ჩემს ქსუისში,
თურმე ვაზი გადახმა!
ნეტავ ჩემი საქართველო
ერთინი მანახვა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუგეშილაშამ თმა შეაჭრა ციცქნა დედოფალას და თვალები ცრემლით ამოევსო ანას. ატირებულ გოგოს ამშვიდებდა ტასო, - გაეზ...ექიმი უნდა გავხდეო...ჯუნა დაარქვა თოჯინას, მთელი დღე მასაჟს უკეთებს, ექიმი უნდა გავხდეო, ბებოს რას ეტყვის უკეთესს. ჯერ დააძინა...მიხარიაიცით? გამოცდისთვის ემზადება ლალი, გახდებაო, ბებომ, - სასახელო ქალი. ჩემი დაა ლალი, გამიბრწყინდა თვალი....* * *თეთრი გოგრა ნიკას უყვარს, ჩურჩხელები - თამუნას, ბებოს ჯერ არ ამოევლო, უკვე შეახრამუნა. ზამთისათვის მოგროვ...გაზაფხულის სიმღერათეთრი კაბა ჩაუცვამს ალუბალს და ალუჩას, ბულბულების გალობას დასასრული არ უჩანს. ყოჩივარდებს, ენძელებს მოუჩი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026