kids.ge logo

უშგულელი თოვლის ბაბუ

ფავორიტებში დამატება
ჭრელ ხურჯინში უამრავი
საჩუქრები ჩაწყვია,
უშგულელი თოვლის ბაბუ
რა კეთილი, რა უხვია.

თეთრ ცხენს ისე მოგელვებს,
მირანი გეგონება,
მოიჩქარის თბილისისკენ,
ცის, ყველა ელოდება.

თბილისში კი, სვანურ კოშკში
ჩააბრძანეს საკარცხულში, _
გვერდით უდგას ანდრო ბიჭი,
თეთრი ჩოხა-ახალუხით.

ხურჯინიდან საჩუქრები
მოაქვს და ბაბუს აწვდის,
პატარები ჟრიმულით
მოლიან თავ-თავის წილს.

უშგულელმა თოვლის ბაბუმ
ბავშვებს ნატვრა აუხდინა,
საჩუქრებით აავსო და,
მათთან ერთად მოულხინა.

ყველა დამილოცნიხართო,
ვალი გადევთ დიდზე დიდი,
საქართველო გიყვარდეთო,
მის ერთობას გაუფრთხილდით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი ქალაქიისეთი ლამაზი ქალაქია, ცვარიც კი ვარსკვლავად ბრწყინდება. სავსეა ღიმილით, სიყვარულით, სიმღერაც არავის სწყინ...გაზაფხულის სიმღერათეთრი კაბა ჩაუცვამს ალუბალს და ალუჩას, ბულბულების გალობას დასასრული არ უჩანს. ყოჩივარდებს, ენძელებს მოუჩი...მიხარიაიცით? გამოცდისთვის ემზადება ლალი, გახდებაო, ბებომ, - სასახელო ქალი. ჩემი დაა ლალი, გამიბრწყინდა თვალი....ზაზა და ფანქარიზაზამ შავი ფანქრით სახე გაიმურა, ვერ იქნა და მაინც ვერ დახატა მურა. მერე ისევ დიდხანს რაღაც ხაზა, ხაზა, მ...ნინოს შიშიწვიმის შხაპუნა წვეთები ეფერებიან ბაღებს, ნინო სარკმელთან დამდგარა, ფანჯარას ფრთხილად აღებს და შორს, მაღალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026