kids.ge logo

„დიპლომატი“

ფავორიტებში დამატება
აქ სანდრიკას მეძახიან,
მოსკოვში კი - სანიას,
გვარი კიდევ ორმაგი მაქვს,
ყველას უკვირს ძალიან.

მამაჩემი რუსია და
დედაჩემი - ქართველი,
ახლა მიხვდით, რატომაც მაქვს
გვარიც ორი, სახელიც?

იქნებ ერთად მიპასუხოთ,
რატომ ვერ გამიგია,
თბილისიდან მოსკოვში რომ
კივიდან მივდივარ...

არც თქვენ იცით? დამაცადეთ,
დიპლომატი გამოვალ,
მოსკოვიდან ჩემს თბილისში
სულ პირდაპირ ჩამოვალ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026