kids.ge logo

სპილო

ფავორიტებში დამატება
ზოპარკში წავიდნენ,
ნანა, გიგი, კახა,
ნახეთ! -სპილო ბანაობს,
კახამ დანახა.

შამპუნოდ, უსაპნოდ?-
ტიტინდა გიგი,
ან ჯაგრისის გარეშე,
რას დაბანს იგი?

ვინმეს ეძებს საწყალი,
აბრილებს თვალსა,
ირგვლივ არვინ არა ჰყავს,
ვინ დაუსხამს წყალსა?

ჭყუმპალაობს ალბათო,
მშვიდად ამბობს ნანა,
მოხმარების გარეშე,
თვით დაბანს განა?

კახაც ფიქრობს - ვერ შეძლებს,
ნანაა მართალი,
სპილომ, ჩუმად ხორთუმში,
დაგუბა წყალი,

ყურებს როგორ დაბანს,
რომ არა აქვს ხელი?
ცივ წყალში რად ჩამდგარა,
არ ასტკივდეს ყელი.

მერე, თავნებობისთვის,
მთლად გაჰკიცხეს სპილო,
სთქვეს, რომ ზანტი ვინმეა,
ძლიერ სასაცილო.

გაგონა ცხოველმა,
ყური მოქავა,
ბავშვებს წყალი შეასხა,
ყველა აბანავა,

სახტად დარჩნენ, უკვირთ,
და ფიქრობენ გულში,
სპილოს ხორთუმის ნაცვლად,
გამობმია დუში?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მკვეხარა მხატვარიიკვეხნის ბიჭი ზურაბი, არსად არ მყავსო ბადალი, ხელოვანი ვარ ნამდვილი, სასიქადულო მხატვარი. მეგობრებს, ყველ...ბადი ბელიგალიაში ცხოვრობს მარტოდ, პაწაწინა დათვის ბელი, მოიყვანეს ტყიდან იგი, გაყინული, - სულ მთლად სველი, თოვლმა ...ქურდი ბეკოიყო და არა იყო რა, რა იქნებოდა რა? - ტყის პირს, სოფელში ცხოვრობდა, ერთი პატარა თხა. ჯიუტი, ცელქი, ცუღლუტი...მეოცნებე მფრინავიპეტიკოს ძლიერ ეამა, სიცხეში ხეთა ჩრდილები, გადაწყვიტა რომ იქ დაჯდეს, ისწავლოს გაკვეთილები. წიგნები სკამზე...მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026