kids.ge logo

დალი და მანანა

ფავორიტებში დამატება
ძილის წინ ციცქნა მანანამ,
ჰკითხა უფროს დას დალის,
სულმოუთქმელად ტიტინებს,
ის ფუშფუშელა ქალი.

ნელ ნელა რომ დაზოზინებს,
კუს სახლში არ ეჩქარება?
ნუთუ შვილები არა ჰყავს,
მათთან არ მიხარება?

ზურგზე რომ ადგას ფარია?
საბრძოლოდ მიდის ნეტავ?
მაშ ჯოხით როცა შევეხე,
ფარში რად ჩაკეტა?

ვარდი წითელი რად არის?
მწვანეა ბალახ ხეცა,
რამე დაშავა და
სე ძალიან შერცხვა?

ვირი რაღაზედ ყროყინებს,
რად აქვს ყურები გრძელი?
მითხარი გოჭებს რას ერჩის,
ის ღორმუცელა მგელი?

ზღარბებს ეკალი რად ჰცმიათ,
რა აქვთ რბილი სამოსი?
თუ ფული გამოლიათ,
მივცეთ პერანგი თამროსი.

გუშინ, ზღვიდან რომ დაბრუნდა,
ზანგი რად გახდა გუჯა?
მართლა იმ მზისა ბრალია,
სე რომ გარუჯა?

მთვარე რად დადის ცაზე და
რად დასდევს ვარსკვლავთ ჯარი?
წვიმის დროს ზემოთ ვინ სტირის,
და რას გვიამბობს ქარი?

ღამით ტყეში რომ ბუ ჰკივის,
რა მოვიდა მითხარ?
მანანა კვლავაც ტიტინებს,
აქვს უამრავი კითხვა.

მითხარი ჩემო დალიკო,
მიწაში რად დევს ქვევრი?
დალი კი დას ეუბნება,-
უნდა ისწავლო ბევრი,

ეხლა რომ მრავალ ნარი,
შენ შეკითხვები გაწუხებს,
ყველა კითხვაზე წიგნები,
გაგცემენ მართალ პასუხებს.

-დას დააფარა საბანი,
ნანას უმღერის დალი,
ცნობისმოყვარემ მილულა,
დასაძინებლად თვალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უცოდინრობის წამალიდილით, მეზღაპრე გუდითა, თურმე, ესტუმრა ბავშვებსა, წიგნებიც მისცა ფუთითა, და კიდეც ათამაშებსა. მეზღაპრემ რ...ბაკურიანიმიქრის ტყეში კუკუშკა, ძლიერ ხმაურიანი, გველოდება მთის წვერზე, ჩვენი ბაკურიანი. უღრანი ტყე გვიხუტებს, ბუჩქ...ბაქია მამლაყინწამოდის ჩვენი მეზღაპრე, ჩუმად მოიპარა, სასწაული ამბავი, ბავშვებს მოგვიტანა. ცხრა მთას იქეთ ყოფილა, და ცხრა ...მაღვიძარა მამლაყინწადილით ყივის მამლაყინწა, ყელი სულ მთლად ჩაეხრინწა, ღობის წვერზე შემომჯდარი, მთავარსარდლის შესადარი, წამოდე...ოქროს კბილიპირველკლასელ გვანცას, გუშინ ადრე დილით, საუზმის დროს მოძვრა, თურმე წინა კბილი. ცოტა სისხლიც რომ ნახა, სულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026