kids.ge logo

პაწაწინა მეგობარი

ფავორიტებში დამატება
ჩემი მეგობარი,
პაწაწინა ქალი,
ძლიერ, ძლიერ მიყვარს,
ლურჯთვალება მარი.

ჩემთან მოდის ხშირად,
ოცნება აქვს ერთი,
მეგობარი იყოს,
ჩემთვის ერთადერთი,

თხოვს ფანქრებს და რვეულს,
და ყვავილებს ხატავს,
ბროწეულს და ვაშლებს,
ყურძენსა და ატამს,

არ ჩერდება გოგო,
ისმის სულ ტიტინი,
კვლავ დამიწანიო,
ყვავილთა გვირგვინი,

ბა, შენი ბეჭდები,
გამიკეთე ხელებზე,
მომიყევი ზღაპარი,
გოჭებზე და ბელებზე.

გამომიცხვე ნამცხვარი,
ჩიტის რძე და კექსი,
მიამბე რა სასწრაფოდ,
სამშობლოზე ლექსი.

ასჯერ მავარცხნინებს,
იმ ქერა დალალებს,
რაღაზე არ წუწუნებს,
რაღას არ მავალებს.

მაგრამ თქვენა გგონიათ,
მარტო თვითონ ითხოვს?
მეც ვუყვარვარ ძლიერ,
შეგიძლიათ ჰკითხოთ.

ბაღში აღარ მიდის,
და ჯიტობს მარი,
არ უნდა რომ დამტოვოს,
მისი მეგობარი.

დიდესი ლოდინით,
მის მოსვლასა ველი,
ჩვენ გვაშორებს მხოლოდ,
ორმოცდა ცხრა წელი,

დრო გავაქვრეთ, წავშალეთ,
ხელს ჩავკიდეთ ხელი,
მეგობრები გავხდით,
მარად განუყრელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თანამედროვე პირველკლასელიმინდა ყველამ მისმინოს, მაქვს სანდრიკო სახელი, გავიზარდე, დავკაცდი, აღარა ვარ ბაღელი, მოვიმზადე წიგნები, რ...მზემ მოიკრიბა ძალ-ღონემზემ მოიკრიბა ძალ-ღონე, გახია ღრუბლის ვუალი, შეგვპირდა,არ მიმაგვატოვებს, ყოველ დღე თქვენთან მოვალო. თვალს...ლიკა და სარკელიკა გუშინ ავად გახდა, არ გაუშვეს დღესაც ბაღში, მშობლები კი მუშაობდნენ, მარტოდ დარჩა გოგო სახლში. მოეწყინ...ბინძური გოჭიგოჭი რომ ლაფში დაგორავს, ჰკვირობს პატარა ნინია, ბინძურს არ გაუწყრებიან, დედიკოს არ ეშინია?...ოქროს კბილიპირველკლასელ გვანცას, გუშინ ადრე დილით, საუზმის დროს მოძვრა, თურმე წინა კბილი. ცოტა სისხლიც რომ ნახა, სულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026