kids.ge logo

სამურაბე ბალი

ფავორიტებში დამატება
ბაღში ბალი დამწიფდა,
ღურღუმელა შავუნა,
ფოთლებს მიღმა უცქერენ,
კუნწულები, მალულად,

ჩასაკვრეხად უხმობენ,
დამსკდარი ნაყოფები,
ზოგან კურკებიც უჩანთ,
ჩიტთა დანაკორტნები.

ბაჩომ კიბე მიადგა,
დაკოც მიეხმარა,
მოკრეფილი ბლები კი,
ვარცლზე გადმოყარა.

მისივნენ ბავშვები,
და გამართეს ყიჟინა,
ნიტაც ფეხზე წამოხტა,
უკვე გამოძინა.

და იცმევენ ყურებზე ,
ყურსაკიდა კუნწულებს,
პაწაწინა რუსკაც კი,
სარკის წინ დაცუნცულებს,

მოთხუპნათ ტუჩები,
გაეტკბილათ თითები,
მწერები ესევიან,
დაზარდათ ღიპები.

ბოლოს ერთურთს შეხედეს,
ღარ დარჩა ბალი,
გონს მოეგნენ გვიანღა,
ბაჩო, ნიტა,ლალი.

თავდახრილი, მორცხვები,
კუთხეს ეწურებიან,
სამურაბედ მინდაო,
სთქვა იმ ბალზე ბებიამ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...მურიაქუჩაში, ეზოს გადაღმა, რად დარბის ძაღლი მურია? აკი გვასწავლეს, რომ ისიც, ცხოველი შინაურია....ინდაურიყულ, ყულ, ყული, ყულ, ყულ, ყული, გააყრუა სულ მთლად ყური. რას ჭყარტალებს, იფხორება, ეს მამალი ინდაური? ალბა...მკვეხარა მხატვარიიკვეხნის ბიჭი ზურაბი, არსად არ მყავსო ბადალი, ხელოვანი ვარ ნამდვილი, სასიქადულო მხატვარი. მეგობრებს, ყველ...ბეკეკუნას სიზმარიბეკეკუნამ ბაღჩაში, სულ შესანსლა ნეკერი, გაიზურთა მუცელი და შეწყვიტა პეტელი. ვაზის ძირში წამოწვა, თვალიც მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026