kids.ge logo

შემოდგომის ბარაქა

ფავორიტებში დამატება
მრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან,
ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან,
ჩქარა გვიშველეთ, ჩამოგვკრიფეთ ჩაგვატკბარუნეთ,
ხიდან ლეღვები მომხიბვლელად იღიმებიან.
კომშის სურნელი გიღიტინებს ცხვირის ნესტოში,
ჭერამი, თხილი-ყველა ხილი გიხმობს თავისთან,
წითელ-ყვითელი ატმები და დაშაქრულ ვაშლი,
მსხალი თუ ხურმა-იმათ ხილვას ვეღარ ატან.
შავად ძიმძიმებს იზაბელას მწიფე მტევნები,
რქაწითელებს კი ლამის არის ავარდეთ ალი,
მწიფწე თავები ჩაქინდრავთ აქ მზესუმზირებს,
ყვითელ ფურცლებს შუა დამჩნევიათ წვრილ-წვრილი ხალი.
დუღსა და ღვივის ქარვისფერი ეს შემოდგომა,
ფუტკრის ბზული ისმის ყველგან-მზე არის მწველი,
მე შარიშურით დავაბიჯებ ჭრელ ხალიჩაზე,
და აღარ ვიცი რომელ ნაყოფს მოვკიდო ხელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ირემიპირველკლასელის ოთახში, ჰკიდია ირმის სურათი, და მორიდებით ჰკითხულობს, პატარა ბიჭი ზურაბი. მითხარით ვეღარ გ...ეკლიანი მეგობარიტყეში ახლოს ცხოვრობდნენ:თხუნელა და მაჩვი, მახრა,თაგვი, ბაყაყი,ზღარბუნია დაჩი. დაჩი ჯერ სულ ციცქნაა,სწრაფი...მაია და ჭიამაიაბევრი ეძება, იპოვა, იმ ცუგრუმელა მაიამ, ხელზე დაისვა, ეფერა, წითელი ჭიამაია. დედიკოს ჰკითხა, აჩვენა, წინ ...დამალობანაყველამ იცის რა არის, ალბათ, დამალობანა, ამ თამაშს კი წინ უძღვის, თვალის დახუჭობანა. თენგომ ხესთან იხუჭა მ...მელას ფუჭი ოცნებაუღრან ტყეში ცუნცულებდა, მელაკუდა ძალზედ ფლიდი, ქურდბაცაცა, ფრინველების მოყვარული იყო იგი. დამშეული სოფლის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026