kids.ge logo

წყალი არ ყველა წყალია

ფავორიტებში დამატება
გუბევ, გუბევ, შე საბრალო,
ზარმაცო და სალახანავ,
არ მოგწყინდა სულ ძილი და
ერთ ადგილზე ყოფნა განა?
ბაყაყების ორკესტრს უსმენ,
ჩაიქნიე უკვე ხელი,
სიკეთეს და კარგ ცხოვრებას,
მუქთახორავ ნუღარ ელი.
კარგ ცხოვრებას და კეთილ დღეს,
ცოდე, რომ უნდა შრომა,
შრომასა კი სიხალისე,
მოძრაობა,სწრაფად სრბოლა.
გადმოხეთქე კალაპოტი,
გაიღვიძე, გაინძერი,
თავს ბუშტები მოგდგომია,
დაგდებია მწვანე ფერი.
ყველას სძულხარ უმოქმედო,
გვერდს გივლიან დიდი ზიზღით,
ბა შეხე ამ ჩვენს რიონს,
რას გრილებს, როგორ მიჰქრის?
ერთი ციდა ნაკადულად,
მოევლინა ამ ქვეყანას,
დავაჟკაცდა ტყეში,ღრეში,
მობრდღვენს მედგრად-ტბორავს ჭალას.
ჯებირები დაამტვრია,
გადალეწა, გადმოლეწა,
დიდესი მონდომებით,
ქალაქები გამოძერწა.
მიგრილებს და ხმარობს,
ბუნებამაც დანათლა,
მისმა ძალამ, ენერგიამ,
ქალაქები განათა.
ბოლოს დაღლილ-დაქანცულმა,
როს მოგო დიდი ბრძოლა,
კმაყოფილმა გავაკა,
და შეწყვიტა სწრაფი სრბოლა,
და დაჭრილი მხეცის მსგავსად,
ბოლო ღამე გათენა,
დაცალა მდარე სისხლად,
და დიდ ზღვაში ჩაესვენა.
შენ კი გძინავს, არ გრცხვენია?
მრავალ მწერთა გახდი ბუდე,
წვიმას ელი აგვისტოში,
რომ არ დაშრე ცოდვილ გუბევ.
შენც ხომ ამ ცის ნაჟური ხარ,
ირგვლივ მთაც გაქვს და ბარიცა,
ზოგი წყალიც კი ფუჭია,
წყალიც არის და წყალიცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნატადედი, მითხარ ვერ გავიგე, ეკითხება დედას ნატა, რად არ იბანს ტუჩებს მყისვე, რძეს რომ დალევს ჩვენი კატა?...უნიჭო მუსიკოსებიმეზღაპრემ სთქვა, - ვიგვიანებ, ფეხით მოვვლე მთა-ბარიო, ბავშვებს უნდა მოვუტანო, სასაცილო ზღაპარიო. ჰოდა უკვ...სოფიოს ზღარბებიმოდით უნდა მოგითხროთ, საოცარი ამბები გჯეროდეთ სიმართლეა არ გეგონოთ ზღაპრები. სოფოს ეზოს ბოლოში, ბინადრობე...სოფო და სოკომუხის ძირზე, ტყის კიდეში, ამოსულა ერთი სოკო, კალათით და წითელ ქუდით, მას წაადგა თავზე სოფო. დაიწუნა, არ მ...მარკეტშიმარკეტში წაიყვანა, ორი შვილი მამიკომ, არ ჩერდება ირაკლი, ჭირვეულობს ნანიკო. მამი, მინდა ნაყინიიი, კამფეტე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026