kids.ge logo

მომჩივანი დათვი

ზღაპარი

ფავორიტებში დამატება
თურმე, პატრულ- ბზიკს ურეკავს,
ტყიდან პატარა დათვი:
-პატრულო! კი მაქვს ბატონო,
მე თქვენი დიდი ხათრი,

მაგრამ რაღა ვქნა არ ვიცი,
სამართლობით დავდნი,
ფუტკარი მჩაგრავს, მაწამებს,
ნერვილობით გავქრი.

ბზულა, ცხვირზე დამაჯდა,
ნესტარით მიწყებს ღიტინს,
ცხვირს მაცემინებს, მაცრემლებს,
არ წყვეტს ზუზუნს და ღიღინს.

მის სკაში დრუნჩი ჩავყავი,
რა ვქნა თუ მიყვარს თაფლი?
ტყულად კი არ მინდოდა,
ვაგროვე მისთვის წაბლი.

ბოროტი, ცხვირში შემიძვრა,
ნესტარს შიგ მასობს ხიჭვად,
ძუნწ ფუტკარს რად ენანება,
ჩემთვის თავისი ფიჭა?

უნდა ვუჩივლო, მიშველე,
გასამართლე ჩქარა,
ის გესლინი არსება,
ბზულა, მეტიჩარა.

დაკიდა დათვმა ყურმილი,
გაჩნდა ბზიკი პატრულად,
გასამართლა ორთავე,
სიტყვა თქვა მან მხატვრულად:

-თუკი, ფუტკარო დათუჩამ
მოგართვა გოდრით წაბლი,
შენც, ადექი და მიცი
კუთვნის ერთი სათლი.

რა ძალა ქონდა ბზულას,
დაწურა ფიჭა თაფლი,
ნას უყოფს და თვალს უკრავს,
გამართლებული დათვი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოცვა-ნანინადედა-შვილობის მადლითა, ქრისტე ღმერთის დალოცვითა, დაიძინე, ციცქნა შვილო, იმედო და თვალის ჩინო. ანგელოზი გე...საოცარი ქვეყანაზღაპრის გუდა ამ დილით, გზაზედ შემომეყარა, მითხრა თურმე არსებობს, საოცარი ქვეყანა, გასაკვირად ჩვენისა, დავ...ბინძური გოჭიგოჭი რომ ლაფში დაგორავს, ჰკვირობს პატარა ნინია, ბინძურს არ გაუწყრებიან, დედიკოს არ ეშინია?...სოფიოს ზღარბებიმოდით უნდა მოგითხროთ, საოცარი ამბები გჯეროდეთ სიმართლეა არ გეგონოთ ზღაპრები. სოფოს ეზოს ბოლოში, ბინადრობე...ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026