kids.ge logo

ნინი და საზამთრო

ფავორიტებში დამატება
უჰ, რა გემრილი
დალოცვილი საზამთრო!
მისმა სიტკბომ, სურნელმა
ნინი სულ მთლად დაათრო.

დაჭირა ორ ხელში,
თავი ჩარგო უცებვე,
და საზამთროს წვეთები,
მოგორავენ მუცელზე.

წვენიც სვრიპა უზომოდ,
თან გემოც ჩატანა,
მარტო თავის პირს კი არ,
ცხვირსაც ბევრი აჭამა.

სისხლისფერი საზამთრო,
შავ- ხალება,ხატულა,
სევ თვისკენ მოუხმობს,
თვალიც ჩაპაჭუნა.

საზამთროსკენ მიწევს
ჩვენი ციცქნა ქალია:
-ტკბილი რომ ხარ,მინდიხარ,
განა ჩემი ბრალია?!

გაწება გოგონა
შეიყვარეს მწერებმა,
ეხვევიან, მთელს ტანზე
წყეს მისი ფერება.

ამ დროს დედაც მოვიდა,
პირს ღიმილი ჰფენია,
ჩქარა,აბაზანისკენ
გაისტუმრა ნინია..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026