kids.ge logo

ლოცვა-ნანინა

ფავორიტებში დამატება
დედა-შვილობის მადლითა,
ქრისტე ღმერთის დალოცვითა,
დაძინე, ციცქნა შვილო,
მედო და თვალის ჩინო.

ანგელოზი გეჯდეს თავსა,
გარიდოს ყველა ავსა,
დაგიფაროს,შეგიწყალოს
და ნუ მოგგვრის გულსა დარდსა.

გაზარდე, დავაჟკაცდი,
სამშობლოსთვის იდექ მედგრად,
სიც შენი მშობელია,
მზრუნველი და თბილი დედა.

მშობლირი ენა შენი,
ტკბილზედტკბილი, სამაყო,
და ის სტუმართმასპინძლობა
არს განთქმული, სარაკო.

მოისმინე,შეითვისე,
დედის ლოცვა-ნანინაო:
დევი კაცის გქონდეს ძალა,
და ნათელი გზა წინაო.

გამრავლდი და გახარე,
ყავ კაცი სასახელო,
მაყობდნენ მეგობრები
და მშობელი საქართველო.

გაღიმე შენს მომავალს,
სხივო ჩემო მუქდღისაო,
ნორჩო ყლორტო, გაზარდე,
ყლორტო ბებერ მუხისაო!

ნანას გიმღერ,განაბულხარ,
მისმენ,შენც მიღიმი თანა,
დაძინე, პაწაწინა,
ნანი- ნანა, ნანი- ნანა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...ტკბილი - კბილი?ბელსა კბილი ასტკივდა, აწყევლინა თავ ბედი, თურმე ბევრი შეჭამა, თაფლი,ნუგა-კამფეტი. ტირის ჩვენი ბელუკა, სლუ...მელას ფუჭი ოცნებაუღრან ტყეში ცუნცულებდა, მელაკუდა ძალზედ ფლიდი, ქურდბაცაცა, ფრინველების მოყვარული იყო იგი. დამშეული სოფლის...ქურდი ბეკოიყო და არა იყო რა, რა იქნებოდა რა? - ტყის პირს, სოფელში ცხოვრობდა, ერთი პატარა თხა. ჯიუტი, ცელქი, ცუღლუტი...მეოცნებე მფრინავიპეტიკოს ძლიერ ეამა, სიცხეში ხეთა ჩრდილები, გადაწყვიტა რომ იქ დაჯდეს, ისწავლოს გაკვეთილები. წიგნები სკამზე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026