kids.ge logo

ლოცვა-ნანინა

ფავორიტებში დამატება
დედა-შვილობის მადლითა,
ქრისტე ღმერთის დალოცვითა,
დაძინე, ციცქნა შვილო,
მედო და თვალის ჩინო.

ანგელოზი გეჯდეს თავსა,
გარიდოს ყველა ავსა,
დაგიფაროს,შეგიწყალოს
და ნუ მოგგვრის გულსა დარდსა.

გაზარდე, დავაჟკაცდი,
სამშობლოსთვის იდექ მედგრად,
სიც შენი მშობელია,
მზრუნველი და თბილი დედა.

მშობლირი ენა შენი,
ტკბილზედტკბილი, სამაყო,
და ის სტუმართმასპინძლობა
არს განთქმული, სარაკო.

მოისმინე,შეითვისე,
დედის ლოცვა-ნანინაო:
დევი კაცის გქონდეს ძალა,
და ნათელი გზა წინაო.

გამრავლდი და გახარე,
ყავ კაცი სასახელო,
მაყობდნენ მეგობრები
და მშობელი საქართველო.

გაღიმე შენს მომავალს,
სხივო ჩემო მუქდღისაო,
ნორჩო ყლორტო, გაზარდე,
ყლორტო ბებერ მუხისაო!

ნანას გიმღერ,განაბულხარ,
მისმენ,შენც მიღიმი თანა,
დაძინე, პაწაწინა,
ნანი- ნანა, ნანი- ნანა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სერობანაბებო ზის და უცქერს შორეთს, დაზურვია მხრები წლებით, ხან, პაწიებს გამოჭვრეტს და ხანაც, გართულია თვლემით. შვ...სოფო და სოკომუხის ძირზე, ტყის კიდეში, ამოსულა ერთი სოკო, კალათით და წითელ ქუდით, მას წაადგა თავზე სოფო. დაიწუნა, არ მ...დასჯილი ფისოთათს ყოფს აკვარიუმში, ეფერება თევზებს, დაისაჯა ფისუნა, კუთხეში დგას, ფეხზედ. ვერ გაიგო, ჩაფიქრდა, -ასე რა...ცხოველთა აღლუმილომმა გასცა ბრძანება, გვაქვს ცხოვრება მალული, საჭიროა მოვაწყოთ, ტყის ნაპირას აღლუმი. დაე ყველამ შეხედოს, ...პეტიკო და ჯაგრისიპატარა პეტოს სკოლაში, აჩუქეს ციცქნა ჯაგრისი, კბილი რომ ჰქონდეს ჯანმრთელი, თეთრი, მაგარი,ვარგისი, ბიჭმა ონ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026