kids.ge logo

სერობანა

ფავორიტებში დამატება
ბებო ზის და უცქერს შორეთს,
დაზურვია მხრები წლებით,
ხან, პაწიებს გამოჭვრეტს და
ხანაც, გართულია თვლემით.

შვილთაშვილებს დახატავთ,
უჯრები და ხტის შიგ ია,
-ბებო, ალბათ არც კი იცი,
ხალ თამაშს რაღა ჰქვია!

მოხუცს ცრემლი მოძალა,
ჩახუტა გულში ანნა,
-მეც ვიყავი თქვენოდენა,
და მიყვარდა სერობანა.

გაკვირვებით უცქერიან,
გოგონები: თეკლა, ირა,
-ბებომ რატომ მოწყინა,
თამაშმა რად აატირა?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კატისა და თაგვთა შერიგებათაგუნების სოროში, ზეიმია ნამდვილი, დღეობა აქვს ცუნცულას, აუსრულეს წადილი, დაპატიჯეს ნაცნობნი, და სტუმრებს...სოფიოს ზღარბებიმოდით უნდა მოგითხროთ, საოცარი ამბები გჯეროდეთ სიმართლეა არ გეგონოთ ზღაპრები. სოფოს ეზოს ბოლოში, ბინადრობე...ბუნების ენარას ჭიკჭიკებს ის მერცხალი, რას ჟღურტულებს ნეტავ ,ნეტავ? ლამაზი და მყარი ბუდე, აივანზე გაიკეთა, ხუთი ბარტყ...დამალობანაყველამ იცის რა არის, ალბათ, დამალობანა, ამ თამაშს კი წინ უძღვის, თვალის დახუჭობანა. თენგომ ხესთან იხუჭა მ...ნაცარაღორმუცელა და ცანცარა, ჩვენს ბოსტანს სტუმრობს ნაცარა, რაც ბოსტნეული გვებადა, სულ შესანსლა და გაცალა. სტაფი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026