kids.ge logo

მგელი და კრავი

ფავორიტებში დამატება
ერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა,
დაკარგვია, თურმე, შვილი,
პაწაწინა, აღუჩუნა,
ჯერ კიდევ ახალშობილი.
არ დავტოვებ ბუნაგსაო,
გატეხავს ლეკვსა ფიცი,
დარდობს დედა,თავის პირმშო,
სად ეძებოს აღარ იცის.
ციცქნა ლეკვი,ხოხვა-ხოხვით,
მიხოხდა თურმე კრავსა,
გონა, რომ ჩახუტა
დედას, ან ძველ მეგობარსა.
გაყინული, გათოშილი
მიძუგძუგდა-უთხრა: „მშიააა!“
კრავმა მგელი რომ დალანდა-
შიშით უკან დახია.
დედისაგან კი სმენოდა
არ გამოვა მათთან ძმობა,
რადგან მგელი ცხვრის მტერია,
და არ იცის მეგობრობა.
მაგრამ ლეკვი შეებრალა,
თქვა თავისთვის:
- მაინც ვცდიო,
იქნება მე გავამრთელო
ჩატეხილი ის ხიდიო.
დაუყვავა,შეიფარა,
გაათბო და ჩახუტა,
პირით ბალახიც მიართვა,
მაგრამ- ლეკვი გაბუტა.
ცხვირი გვერდზე აიბზუა:
-ბალახი მე რად მინდაო?
ჩემს ბუნაგში დამაბრუნე,
მგელი დედა მომინდაო.
როს გათენდა, წაუყვანა
კრავმა ლეკვი თავის დედას.
ფეხაკრეფით დადის ტყეში,
მგელთან მისვლას ძლივსღა ბედავს.
დედამ შვილი დანახა,
სიხარულით დაიყმუვლა,
კრავი შიშით ცახცახებს და
ბაგაბუგი უწყო გულმა.
-შენ ხარ ლეკვის გადამრჩენი?
-ეკითხება მგელი კრავსა.
კრავმა ძლივს დაპეტელა:
„ხომ არ მიზამ მგელო ავსა?“
მგელი ცოტა ჩაფიქრდა და
ტუჩი გვერდზე მოებრიცა:
-გინდა სიკეთის სანაცვლოდ,
არ შეგჭამო და დაგიცვა?
რა კარგი ხარ, პუტკუნიავ,
ხუჭუჭა, მთლად ჩასაკვრეხი,
უზმოზე რამ მოგიყვანა?
შენ დაგეცეს თავსა მეხი.
წადი, ჩქარა გამეცალე,
გქონდეს მუდამ ჩემი შიში,
ხედავ, ენას ვაწკლაპუნებ?-
მომეძალა ნერწყვი პირში.
ჩქარა, თორემ არ დაგიწყებ,
ლაპარაკს და დიდ ხანს ლოდინს,
შენგან, მადის აღმძვრელი და
სამური სუნი მომდის.
შეწრიალდა, აბუზა კრავი,
მგელმა ეს რომ უთხრა,
გაძურწა პაკა პუკით,
და მინდვრისკენ თავი დურთა.
გზაში ფიქრობს კრავუნია,
არ სცოდნიათ მგლებსა ძმობა,
მადური ყოფილან და,
არ არსებობს მათი ნდობა.
არ დაგიდევთ სიკეთეს და
არც სიყვარულს, მეგობრობას,
მგელი, მაინც მგელია და
ვერ მოიშლის მგელი მგლობას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყუილებითურმე ტყეში ბებერ მუხას, მოტეხია ერთი ტოტი, ხის წვეროდან ჩამოვარდა, საცოდავი ბეჰემოტი. თევზი წყლიდან ამომ...ირემიპირველკლასელის ოთახში, ჰკიდია ირმის სურათი, და მორიდებით ჰკითხულობს, პატარა ბიჭი ზურაბი. მითხარით ვეღარ გ...რეზოს კნუტებირეზოს ჰყავს სამი კნუტია: თეთრა, მჩხავანა, ბუტია, მისი წითელი ბუშტები, იმ კნუტებს დაუჩუტიათ. გაბრაზდა რეზო...სპილოზოოპარკში წავიდნენ, ნანა, გიგი, კახა, ნახეთ! -სპილო ბანაობს, კახამ დაინახა. უშამპუნოდ, უსაპნოდ?- ატიტინდა...ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026